კბილის არხთა სისტემის მკურნალობა – ენდოდონტია

არხთა სისტემის მკურნალობა საჭიროა, მაშინ როდესაც ხდება კბილის ნერვ-სისხლძარღვოვანი კონის ან კბილის ირგვლივი ქსოვილის დაზიანება , ანთება. (პულპიტი, პერიოდონტიტი)

მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, რაც პროცედურას ხდის აბსოლიტურად უმტკივნეულოს. Mპროცედურის დაწყებამდე კბილი იზოლირდება თანამედროვე საიზოლაციო სისტემის – რაბერ დამის მეშვეობით ,რაც თავის მხრივ იცავს კბილს მეორადი დაიმფიცირებისაგან, პროცედურას ხდის ბევრად უფრო კომფორტულს და არის ერთ-ერთი გარანტი ხანგრძლივი წარმატებული შედეგის.

კბილის არხთა სისტემის მექანიკურ-ქიმიური დამუშავება ხდება თანამედროვე “ენდობუნიკისა და ანთების გამომწვევ პათოგენურფლორაზე მოქმედი მედიკამენტების გამოყენებით, არხის სიგრძე იზომება სპეციალური მოწყობილობის აპეკს-ლოკატორისა და ვიზიოგრაფის საშუალებით, არხის მთლიანი სიგრძის სრულყოფილი დამუშავების შემდგომ კი იგი იბჟინება ჰერმეტულად , ინერტული მასალის-გატაპერჩისა და სილერის მეშვეობით.