ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვის კბილებზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ მუცლად ყოფნის პერიოდიდან, დაბალანსირებული კვება და პირის ღრუს ჰიგიენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კარიესთან ბრძოლაში.
სტომატოლოთან პირველი ვიზიტი პროფილაქტიკის მიზნითუნდა შედგესადრეულ ასაკში, რათა ბავშვსმიეცეს  საშუალება მიეჩვიოს და შეისწავლოს გარემო, ახალი სივრცე..

თანამედროვე სტომატოლოგია იძლევასაშუალებას, სრულიად უმტკივნეულოდ და ემოციური დაძაბულობის გარეშე ჩაუტარდეს ბავშვს საჭირო სტომატოლოგიური დახმარება.

ფისურების ჰერმეტიზაცია
საღეჭი კბილების ფისურები და ღარები,მისი თავისებურებიდან გამომდინარე საკმაოდ ღრმა და ვიწროა, მასში მოხვედრილი საკვების ნარჩენები სრულყოფილად  ვერ სუფთავდება და იქმნება  იდეალური გარემო  ბაქტერიების გამრავლებისთვის.

სპეციალური, სხივური ეფექტით გამყარებადი ფტორირებული მასალითივსება ბორცვთა შორის ჩანაჭდევები, პროცედურა ძალიან მარტივი და ხანმოკლეა, ტარდება ყოველგვარი ანესთეზიისა და კბილის ქსოვილების მექანიკური დამუშავების გარეშე, მუდმივი კბილის ამოჭრიდან 1 – 2 წლის განმავლობაში


ფერადი ბჟენები სტომატოლოგიაში
ექიმს ეძლევა საშუალება თამაშში აიყოლიოს პატარა, ერთად შეარჩიონ ბჟენის სასურველი ფერი,
ბავშვი აქტიურ მონაწილეობას იღებს მკურნალობის პროცესში და თვლის, რომ ამით აკონტროლებს სიტუაციას,
რის შედეგადაც მას ეხსნება ფსიქოლოგიური დისკომფორტი