მკურნალობა ოპერაციული მიკროსკოპის ქვეშ

პრაიმ დენტალ ცენტრში ისევ სიახლეა!!!
ამიერიდან თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ჩაიტაროთ მკურნალობა ოპერაციული მიკროსკოპის ქვეშ
  
რა უპირატესობა აქვს მიკროსკოპს:
* მაქსიმალური გადიდებისა და გარჩევადობის გამო შესაძლებელია კბილის დამზოგველი დამუშავება, მხოლოდ კარიესული ქსოვილის მოცილება მიკროსკოპული სიზუსტით;
* რთული ანატომიის და გაუვალი არხების მქონე კბილების მკურნალობა;
* ჩატეხილი ინსტრუმენტისა ან წკირების ამოღება;
* კბილის ბზარების აღმოჩენა;
* პერფორაციების დახურვა;
* დამატებითი არხების აღმოჩენა;
* ფესვის მწვერვალზე არსებული პროცესების კონტროლირებადი სიზუსტით მკურნალობა.
* ის რაც აქამდე სირთულე იყო შეუიარაღებელი თვალისათვის და შეუძლებელს ხდიდა კბილის შენარჩუნებას-დღეს მიღწევადია მიკროსკოპული სტომატოლოგიის საშუალებით.