კბილების ესთეტიკური და ფუნქციური პარამეტრების აღდგენა

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში არსებობს ფუნქციის სრულკოფილი მეთოდი,რომელიც პაციენტების თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ეს არის, ახალი სხივგამყარებადი (ნანოკომპოზიტები) საბჟენი მასალების გამოყენებით კბილების ესთეტიკური და ფუნქციური პარამეტრების აღდგენა.რაც მხატვრულ რესტავრაციასაც გულისხმობს.

მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.საოპერაციო ველის იზოლირება ხდება“რაბერდამის“ (კოფერდამის)სისტემის საშუალებით. რაც მკურნალობის მაღალი ხარისხის მიღწევის და რესტავრაციის გარანტია.

სამუშაო სრულდება სხივგამყარებადი კომპოზიციური მასალით, რომელიც გამოირჩევა სიმტკიცით,ფერთა მდგრადობით,ფერთა ფართო არჩევანით, მაღალი ესთეტიკური მახასიათებლით როგორიცაა გამჭვირვალობა და ბზინვარება .ამ მეთოდით შესაძლებელია ბლეკის კლასიფიკაციით (1. 2 .3. 4. 5. 6.) კბილთა ჯგუფის ნებისმიერი კარიესული დეფექტის აღდგენა.

რესტავრაციის მიზანია,რესტავრირებული კბილის იერსახის იდენტურობა ბუნებრივ კბილთან.