ორთოდონტიული აპარატები

ორთოდონტია იძლევა საშუალებას ნებისმიერი ასაკიში გქონდეთ ჯანმრთელი კბილები და ლამაზი ღიმილი. ორთოდონტის დახმარებით შეგიძლიათ გამოასწოროთ საღეჭი აპარატის ფუნქციური და ესთეტიური დარღვევა მოსახსნელი და მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატით.

ორთოდონტიული აპარატები:
• თრეინერი განკუთვნილია 6-12 წლის პაციენტებისათვის. ეხმარება ცვლადი თანკბილვის დროს, კბილების სწორად ამოჭრასა და სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაში.

• მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატი განკუთვნილია 6-12 წლის პაციენტების ყბის და კბილთა რკალის დარღვევის სამკურნალოთ.

• მოუხსნელი აპარატი ბრეკეტ სისტემა განკუთვნილია ძირიტადად მუდმივი თანკბილვის მქონე პაციენტებისთვის, ყბის და კბილთა რკალის ესთეტიური და ფუნქიური დარღვევის სამკურნალოთ.

• ინვიზალაინი ეს არის გამჭირვალე კაპებით მკურნალობა,რომლის დახმარებით მკურნალობის პროცესი თქვენთვის კომფორტული და სხვისთვის შეუმჩნეველია.

• ბრუქსიზმი კბილების „ღრაჭუნი“ რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი თანკბილვა , სტრესი და არასწორი კონსტრუქციის მოსახსნელი აპარატი. ბრუქსისზმის კაპები იცავს კბილებს პათოლოგიური ცვეთისგან, კბილების მორყევა და მოტეხილობისაგან.