კბილების მაგარი ქსოვილების მაშტაბური დაზიანებების დროს , ასევე კბილების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია თერაპიული სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, მივმართავთ ორთოპედიულ მანიპულაციებს. პროთეზის კონსტრუქციის შერჩევისას გადამწყვეტია ექიმ ორთოპედის რჩევები და ობიექტური გამოკვლევების ჩატარება. |
მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციები. |
ცირკონის დიოქსიდი– E.Max- წარმოადგენს #1 რესტავრაციულ მასალას, რომელიც ძალიან მყარი და ბიოთავსებადია კბილის ქსოვილთან, საჭიროებს კბილის მაგარი ქსოვილების მინიმალურ პრეპარირებას, აქვს მაღალი სიმტკიცე და იდეალური ესთეტიკური თვისებები. მისი გამოყენება მრავალფეროვანია: ვინირები, მთლიანი გვირვინები, ხიდისებური პროთეზები და იმპლანტის გვირგვინები. |