კბილების ქიმიური გათეთრება

კბილების ფერის ცვლილება შესაძლებელია განპირობებული იყოს მრავალი ფაქტორით როგორც გარეგანი ასევე შინაგანი (გენეტიკა ,  კვების რაციონი , თამბაქოს წევა , ზოგიერთი ანტიბიოტიკი , ტრავმა…)  
თანამედროვე სტომატოლოგია გვაძლევს საშუალებას ღიმილი გავხადოთ უფრო ნათელი და მომხიბვლელი , კბილის ფერის ცვლილებით.
ჩვენს კლინიკაში კბილების გათეთრება ხდება სხვადასხვა მეთოდით: ოფისის (ლაზერის აპარატით( Biolase, epic); ქიმიური გათეთრება გელით ) და სახლის (კაპებით და გელით).

პროცედურა სრულიად უსაფრთხოა , არ იწვევს კბილის ქსოვილების დაზიანებას. მათეთრებლად გამოიყენება სპეციალური გელები, რომლის ძირითადი მოქმედი კომპონენტია კარბამიდის ან წყალბადის ზეჟანგ. ამ ნივთიერებების ზემოქმედებით ხდება ნახშირბადოვანი ნაერთის დაშლა და ჩანაცვლება ჟანგბადოვანი რადიკალებით, რაც თავის მხრივ იწვევს კბილების ფერის ცვლილებას  –  გათეთრებას.

1. კაპებით გათეთრების დროს საჭიროა წინასწარ დამზადდეს ინდივიდუალური კაპპა, რომელშიც თავსდება სხვადასხვა პროცენტის მათეთრებელი გელი და თავსება პირის ღრუში. როცედურის ხანგრძლივობა და გამოსაყენებელი მასალის რაოენობა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ %-იან გელს გამოვიყენებთ და რამდენი ტონით გვინდა კბილების ფერისცვლილება.

2. ოფისის გათეთრება ბუსტით ეს არის სწრაფი მეთოდი კბილების ფერის ცვლილებისა. წინასწარ ხდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის იზოლირება, კბილებზე თავსდება სპეციალური მათეთრებელი გელი ,რომელიც იწვევს კბილების გაღიავებას 4-5 ტონით. პროცედურა გრძელდება 30-40 წუთი, არის კომფორტული, იშვიათად შესაძლებელია მოხდეს კბილების მგრძნომელობის მომატება, რომელიც გაივლის რამოდენიმე საათში.


3. ლაზერით გათეთრების შემთხვევაში ვიყენებთ Biolase epic – ის აპარატს მათეთრებელ გელთან ერთად, მისი უპირატესობაა სისწრაფე (20 წუთი) ,  კბილების ტონის ცვლილება 5-8 ტონით და რაც მთავარია პროცედურა ტარდება ყოველგვარი ტკივილის გარეშე.
მიღებული შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის საჭიროა პაციენტმა დაიცვას სწორი ჰიგიენა და თავი აარიდოს თამბაქოს მოხმარებას.

4. ქიმიური გათეთრება “philips zoom 4”-ის აპარატით.

გახსოვდეთ,  ლამაზი ღიმილი თქვენი წარმატების საწინდარია :)